იყიდება ონლაინ მაღაზია "SMARTLINE" » Mypartner.Ge | ყიდვა–გაყიდვა, ქირაობა–გაქირავება, ფულის გაპროცენტება, ვეძებ პარტნიორს, Start Up ბისნესი
მთავარი | ჩვენ შესახებ | დახმარება | რეკლამა | კონტაქტი | ჩვენი პარტნიორები
7000 $
რჩეულები
  • დასახელება: იყიდება ონლაინ მაღაზია "SMARTLINE"
  • ორგანიზაციული ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)
  • მდებარეობა: თბილისი
  • საქმიანობის სფერო: სხვა მომსახურებები
  • დაარსების თარიღი: 01.06.2017
  • გასაყიდი წილი: 100%
  • ფასი: 7000$ (0 ლარი)
  • ყადაღა: არა
გაგიჩნდა კითხვა? + შეეკითხე ავტორს

ბიზნესის აღწერა

ყურადღება! განცხადება წაიკითხეთ ბოლომდე!

იყიდება აწყობილი ონლაინ მაღაზია "სმარტლაინი" , რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური პროდუქტის, სმარტ-აქესესუარების გაყიდვებზე. აღნიშნული მაღაზია დაარსდა 2017 წელს. ონლაინ მაღაზიის გაყიდვების სისტემა არის სრულიად გამართული, გააჩნია როგორც facebook გვერდი(https://www.facebook.com/smartline.ge/), ასევე ვებგვერდი www.smartline.ge (შეგიძლიათ იხილოთ). ვებგვერდზე ინტეგრირებულია როგორც ბარათით გადახდის სისტემა, ასევე TBC ბანკის ონლაინ განვადების სისტემა. ასევე გამზადებულია ლიბერთი ბანკის ონლაინ განვადების სისტემა, რომლის ინტეგრირებასაც რამოდენიმე დღე ჭირდება. ვებგვერდის ტექნიკური მხარის გამართულობას უზრუნველყოფენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროგრამისტები, შესაბამისად იგი ტექნიკურად და პროგრამულად ყოველთვის გამართულია და უზრუნველყოფილია.

რა მოყვება ბიზნესს ?

- უპირველეს ყოვლისა, ზემოთ ჩამოთვლილი, გამართული ვებგვერდი და facebook გვერდი, რომელიც პროდუქტის რეალიზაციის უმთავრესი წყაროა.

- აღნიშნული პროდუქტის სანდო! მწარმოებელ/მომწოდებელთან კავშირი, რომლისგანაც აღნიშნული პროდუქტის მოწოდება უწყვეტ რეჟიმში ხდება და ხარისხი ყოველთვის მაღალია!

- შეკვეთების აწყობილი სისტემა, რომელიც ვებგვერდის საშუალებით ხორციელდება.

- გადახდების აწყობილი სისტემა (გადახდა ბარათით, გადარიცხვა(უნაღდო ანგარიშსწორება), განვადება)

- მიწოდების აწყობილი სისტემა, რომელიც საქართველოს მასშტაბს მოიცავს.

- ცოდნა, რომლის პრაქტიკაში რეალიზება ჯერ ვერ მოვახდინეთ.

რა შედის "ცოდნა"-ში ?

- ის ცოდნა, რომელიც დაგეხმარებით ბიზნესის განვითარებაში.
- ჩვენი სამომავლო მარკეტინგული გეგმები(რომლის რეალიზებაც ჯერ ვერ მოვახდინეთ)
- facebook მარკეტინგი. რომლის შემსწავლელ კურსებში შესაბამისი ორგანიზაციები იღებენ თანხებს. ჩვენ შეგასწავლით უფასოდ! და დეტალურად, რაც დაგეხმარებათ თქვენს მიერ მოფიქრებული მარკეტინგული გეგმების და რეკლამების გავრცელებაში facebook -სა და instagram -ზე, რაც ნიშნავს, რომ თითოეული თქვენი რეკლამა იქნება პროდუქტიული და ეფექტური, შესაბამის კონტიგენტზე გათვლილი, მინიმალური ხარჯების გათვალისწინებით. სწორი რეკლამა, სწორი კონტიგენტი, მინიმალური დანახარჯები და მნახველთა დიდი რიცხვი ხომ ზუსტადაც რეკლამის ეფექტურობაზე მიუთითებს, რაც ბიზნესის წარმატების საწინდარია.


-შესაძლებელია აღნიშნულ პროდუქტს თქვენი სურვილისამებრ სხვა გასაყიდი პროდუქტიც დაემატოს, ასორტიმენტის გაზრდისა თუ ბრუნვის გაზრდის მიზნით! facebook გვერდის(რომელიც უკვე საკმაოდ ცნობილია) მოწესრიგებული ვებგვერდის და განვადების საშუალებით მოხდება ასევე დამატებული პროდუქტის რეალიზაცია.


დეტალური ინფორმაციისათვის დამიკავშირდით: 571 172 682


საკონტაქტო ინფორმაცია